пятница, 27 мая 2016 г.

სურათი



გაკვეთილის მთავარი თემა
ირაციონალური რიცხვი. კვადრატული ფესვი.
სწავლების საფეხური
მერვე კლასში
მოსწავლეთა  პროფილი
21 მოსწავლე
გაკვეთილის   მნიშვნელობა/  აქტუალობა
მოსწავლეები გაიფართოვებენ ცოდნას რიცხვების შესახებ.მიღებული ცოდნით მნიშვნელოვანი საფუძველი შეექმნებათ თეორიული და პრაქტიკული გზით ამოცანების ამოხსნისას. ისინი შეძლებენ ირაციონალური რიცხვების გამოსახვას საკოორდინატო წრფეზე. ფარგლისა და სახაზავის საშუალებით ისეთი მონაკვეთების აგებას, რომლის სიგრძე ირაციონალური რიცხვით გამოისახება.გაეცნობა უთანაზომო მონაკვეთების შემთხვევებს.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლეები გაეცნონ  ირაციონალურ რიცხვებს.გაიწაფონ ირაციონალური რიცხვების მიახლოებით -ათწილადებით წარმოდგენაში, რიცხვების შედარებაში,რიცხვით ღერძზე  მათ გამოსახვაში.შეძლონ ირაციონალური რიცხვების გეომეტრიული გამოსახვა.
წინასწარი ცოდნა
რიცხვითი სიმრავლეები და მიმართებები მათ შორის.პითაგორას თეორემა.რიცხვების განლაგება საკოორდინატო წრფეზე. ფარგლისა და სახაზავის საშუალებით მოცემულის ტოლი მონაკვეთის აგება, მოცემული წრფის მოცემულ წერტილში მართობის გავლება.
შეფასების საგანი და პროცედურები
გამოვიყენებ განმავითარებელ შეფასებას. შეფასების ობიექტი იქნება მოსწავლეთა დამოუკიდებელი ნამუშევარი.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო, კალკულატორი, სახაზავი,ფარგალი საწერი საშუალება , სამუშაო რვეული..
გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი
1 ფაზა:          აქტივობა 1.საშინაო დავალების გამოკითხვა -შემოწმება. (10 წუთი)
                       აქტივობა 2. ძველსა და ახალს შორის დამაკავშირებელი კითხვები. ა.არსებობს თუ არა რაციონალური რიცხვი, რომელიც რიცხვით წრფეზე არ გამოისახება?    ბ.არსებობს თუ არა  ღერძზე წერტილი , რომელიც არ გამოსახავს რაიმე რაციონალურ რიცხვს? გ.რა არის რიცხვის კვადრატი? მოიძიეთ ისეთი რიცხვები, რომლის კვადრატებიც ცნობილია. (5 წუთი)
2 ფაზა: ახალი მასალის ახსნა მოსწავლეთა ჩართულობით.
ა. სავარჯიშოებზე მუშაობა  ,0(12), ამათგან რომელია მათ შორის ირაციონალური რიცხვი?
ბ.იპოვეთ მართკუთხა სამკუთხედის პერიმეტრი,რომლის კათეტებია  2 სმ. და 3 სმ. (20 წუთი)
გ.იპოვეთ კვადრატის გვერდი,რომლის ფართობია 10 სმ.კვ.
3 ფაზა: მასალის განმტკიცება: ა.იპოვეთ ირაციონალური რიცხვი 27-სა და 35-ს შორის.
ბ.დავურიგებ ბარათებს სავარჯიშოებით.
გ. მოახდენენ ნამუშევრის პრეზენტაციას.
დ.საშინაო დავალების მიცემა სათანადო კომენტარით (10 წუთი)




სრულყოფილება განგიზიდავს ადამიანს.